მკაცრი შიდა შემოწმების სისტემა
ALTERNATOR GEORGIA-სთვის უმთავრესი პრიორიტეტია სათადარიგო ნაწილების უმაღლესი ხარისხი, რომლებიც გამოიყენება გენერატორების შეკეთებისა და აღდგენის პროცესში. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ მომხმარებლის უსაფრთხოება, დავიცვათ ავტომობილის საიმედო მუშაობა და თავიდან ავიცილოთ ხარვეზები, რომლებიც დაბალი ხარისხის კომპონენტების გამოყენებას მოჰყვება.
ჩვენი ხარისხის კონტროლის სისტემა მოიცავს რამდენიმე ძირითად ეტაპს:
ვიზუალური შემოწმება
ყველა შემოსული ნაწილი გადის დეტალურ ვიზუალურ ინსპექტირებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მექანიკურ დაზიანებებს, ქარხნულ დეფექტებსა და არასტანდარტულ ზომებს.
ტექნიკური ტესტირება
ტესტირება ტარდება სპეციალური მოწყობილობებით. მოწმდება: დენის გამტარობა, ძაბვის სტაბილურობა და რეგულატორების რეაქცია.
სერტიფიცირებული სტანდარტები
ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ სანდო მწარმოებლებთან. ძირითადი კომპონენტები აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს (EN, ISO).
რეალურ პირობებში დატესტვა
ნაწილები მოწმდება სატესტო სტენდებზე, სადაც იმიტირებულია რეალური სამუშაო პირობები — ტემპერატურა და დატვირთვა.
უკუკავშირი და ანალიზი
ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ მომხმარებელთა შეფასებებს. ნებისმიერი პრეტენზიის შემთხვევაში ვიკვლევთ მიზეზს და ვაძლიერებთ კონტროლს.