+995 596 66 66 76 info@alternator.ge

ძებნა

ABOUT US

ჩვენს შესახებ

გენერატორების პროფესიონალური სერვის-ცენტრი თბილისში — შეკეთება, რესტავრაცია და გაყიდვა სრული გარანტიით.

ALTERNATOR.GE  •  EST. 2015

Alternator Georgia დაარსდა 2015 წელს, როგორც თბილისის პირველი სპეციალიზებული სახელოსნო, რომელიც ფოკუსირებულია მხოლოდ ავტომობილის გენერატორებსა და სამუხტი სისტემებზე. ათი წლის განმავლობაში ჩვენ გახდით ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე სანდო სახელოსნო ქვეყანაში.

ჩვენი ისტორია

ყველაფერი დაიწყო მარტივი დაკვირვებით: თბილისში არ არსებობდა სახელოსნო, სადაც გენერატორს სერიოზულად და სპეციალიზებულად შეაკეთებდნენ. მექანიკოსები ცვლიდნენ მთლიან კვანძს, ნაცვლად იმისა, რომ გაეანალიზებინათ ნამდვილი მიზეზი. ჩვენ ეს შევცვალეთ.

დღეს ჩვენი გუნდი 5 სერტიფიცირებული ტექნიკოსისგან შედგება, ჯამური გამოცდილებით 30+ წელი. ჩვენ შევაკეთეთ 3,000-ზე მეტი გენერატორი და ყველა ერთეულს სტენდზე ვამოწმებთ გადაცემამდე.

რას ვაკეთებთ

ჩვენ ვმუშაობთ ყველა სახის ავტომობილის გენერატორებთან — მსუბუქი სედანებიდან სატვირთო ტექნიკამდე, 12V-დან 24V სისტემებამდე.

გენერატორის შეკეთება

სრული დიაგნოსტიკა, გახსნა, ნაწილების შეცვლა და შეკრება. სტენდზე ტესტირება გადაცემამდე.

რესტავრაცია

დაზიანებული გენერატორის სრული აღდგენა — კოლექტორის, ნახშირების, შტოქერების გამოცვლა.

გაყიდვა

მზა, შემოწმებული გენერატორები: BOSCH, VALEO, DENSO, HITACHI — 6-თვიანი გარანტიით.

სათადარიგო ნაწილები

ძაბვის რეგულატორები, ნახშირები, დიოდური ხიდები, შტოქერები — ყველა მარკისთვის.

VIN დიაგნოსტიკა

გამოგვიგზავნე VIN-კოდი — შეგირჩევთ ზუსტ გენერატორს ან ნაწილს შენი ავტომობილისთვის.

ადგილზე მომსახურება

გამოვდივართ თბილისის ფარგლებში. დარეკე და შეგვახმიანე — მოვალთ და ადგილზე გადავჭრით.

მარკები და სისტემები

ჩვენ გვაქვს გამოცდილება ევროპული, იაპონური, კორეული და ამერიკული ავტომობილების გენერატორებთან. ვმუშაობთ როგორც კლასიკურ ანალოგურ, ისე თანამედროვე LIN და BSS ინტერფეისის მქონე გენერატორებთან.

  • 12V სისტემები: BMW, Mercedes, Audi, VW, Toyota, Honda, Hyundai, KIA, Ford, Opel, Renault, Peugeot, Nissan, Mazda, Subaru, Volvo და სხვა.
  • 24V სისტემები: Scania, MAN, DAF, IVECO, Mercedes-Benz Truck, Renault Truck, Mitsubishi Fuso, Volvo Truck.
ჩვენი პრინციპი: ვცვლით მხოლოდ იმას, რაც გაფუჭებულია. სრული გამჭვირვალობა — გამოვლენილ პრობლემას ფოტოთი გიჩვენებთ სამუშაოს დაწყებამდე.

რატომ ჩვენ?

  • სპეციალიზაცია: ვაკეთებთ მხოლოდ გენერატორებს — ეს ნიშნავს ღრმა ცოდნას და სწრაფ სამუშაოს.
  • სტენდი: ყველა გენერატორი ტესტირდება სპეციალიზებულ სტენდზე რეალური დატვირთვის პირობებში.
  • გარანტია: 6 თვე ყველა შეკეთებულ ერთეულზე — ყოველგვარი პირობების გარეშე.
  • გამჭვირვალობა: ფასი ცნობილია დიაგნოსტიკის შემდეგ, სამუშაოს დაწყებამდე.
  • სიჩქარე: სტანდარტული შეკეთება — 1 სამუშაო დღე, ნაწილების პოვნის გათვალისწინებით.
მნიშვნელოვანია: თუ გენერატორი „ხანდახან მუშაობს" — ნუ გადადებთ. ნახევრად გაფუჭებული გენერატორი ზიანს აყენებს აკუმულატორს და ბორტ-ელექტრონიკას. დროული შეკეთება ყოველთვის უფრო იაფია, ვიდრე შედეგების მოგვარება.
6 თვის გარანტია
შემოწმება სტენდზე
10+ წლის გამოცდილება

დაგვიკავშირდით

ორშ–პარ: 10:00–21:00  •  შაბ: 10:00–19:00  •  თბილისი, საქართველო