📞 +995 596 66 66 76 info@alternator.ge | მიწოდება გარანტია კონტაქტი
სწრაფი მიწოდება
12 თვის გარანტია
50 000+ პოზიცია
კონსულტაცია 09–20
პრემიუმ ხარისხი
პროფესიონალურად აღდგენილი
გენერატორები
პროფესიონალურად აღდგენილი გენერატორები სხვადასხვა მარკისა და მოდელის ავტომობილებისთვის. თითოეული გენერატორი გადის სრულ შემოწმებას და იტესტება სამუშაო რეჟიმში.
B+ D+
კომპონენტები
გენერატორის
კომპონენტები
როტორები, სტატორები, დიოდური ხიდები და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები სანდო მწარმოებლებისგან.
დეტალები
რეგულატორები
და ჯაგრისები
ხარისხიანი კომპონენტები გენერატორის სტაბილური და საიმედო მუშაობისთვის.
D+ DF 14.4V REGULATOR

ახალი პოზიციები

ყველა →
მოტო · კვადრო · UTV · სკუტერი

სტატორის გადახვევა მოტოციკლებისა და კვადროციკლებისთვის

დამწვარი სტატორის ყოველთვის ახლით შეცვლა არ არის საჭირო. ჩვენ ვაღდგენთ ორიგინალ სტატორს ქარხნული პარამეტრების შესაბამისად: ვინარჩუნებთ შესაბამისი რაოდენობის ხვიებსა და მავთულის კვეთას, ვიყენებთ ახალ თერმომდგრად სპილენძის მავთულს, ვასრულებთ ხარისხიან იზოლაციას, ლაქით გაჟღენთვასა და სპეციალურ ღუმელში პოლიმერიზაციას. ასე შესაძლებელია ორიგინალი გულისა და სამაგრი ზომების შენარჩუნება, რის შემდეგაც აღდგენილ სტატორს ვამოწმებთ. გენერატორებთან 25-წლიანი გამოცდილება — ახლა პროფესიონალური მომსახურება მოტოტექნიკისთვისაც.

10ეტაპი
25წელი ბაზარზე
12თვე გარანტია
მოტოციკლის სტატორის გადახვევა — ALTERNATOR GEORGIA, თბილისი
ღუმელში გამოწვა
ქარხნული პარამეტრები
ვის ვემსახურებით

ყველა სახის მოტოტექნიკა

მოტოციკლები

სპორტული, ტურისტული, ჩოპერი, ენდურო და კროსის ტიპის მოტოციკლების სტატორების გადახვევა და აღდგენა. ვმუშაობთ როგორც ერთფაზიან, ისე სამფაზიან სტატორებზე, მათ შორის ზეთით მომუშავე სისტემებზე.

კვადროციკლები (ATV)

ATV კვადროციკლების სტატორების გადახვევა და აღდგენა. ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპისა და კონსტრუქციის სტატორებზე, რომლებიც გათვლილია მაღალი დატვირთვის პირობებში მუშაობისთვის.

UTV / ბაგი

UTV-სა და ბაგის სტატორების გადახვევა და აღდგენა. ვმუშაობთ მაღალი სიმძლავრის სტატორებზე, მათ შორის მრავალფაზიან სისტემებზე და რთული კონსტრუქციის გრაგნილებზე.

სკუტერები და მოპედები

სკუტერებისა და მოპედების სტატორების გადახვევა და აღდგენა. ვმუშაობთ კომპაქტურ სტატორებზე, მათ შორის ისეთ სისტემებზე, სადაც დატენვისა და ანთების კოჭები ერთ ფუძეზეა განთავსებული.

ტექნოლოგია

გადახვევა 10 ეტაპად

გადახვევა მხოლოდ „ახალი მავთულის დახვევას“ არ ნიშნავს. ხარისხიანი აღდგენა იწყება დიაგნოსტიკით და საწყისი პარამეტრების ზუსტად განსაზღვრით. ჩვენ არ ვტოვებთ მნიშვნელოვან ეტაპებს: სწორი დახვევა, იზოლაცია, ლაქით გაჟღენთვა, თერმული დამუშავება და საბოლოო ტესტირება. სწორედ ეს განასხვავებს ქარხნული პარამეტრებით აღდგენას სწრაფი შეკეთებისგან, რომლის შემდეგაც სტატორი შესაძლოა მოკლე დროში კვლავ გამოვიდეს მწყობრიდან.

01

დიაგნოსტიკა

წინაღობა ფაზებს შორის, იზოლაცია „მასაზე“, ცვლადი ძაბვა და რელე-რეგულატორის შემოწმება.

02

დაშლა და აღწერა

ვიწერთ ხვიების რაოდენობას, მავთულის დიამეტრს, მიმართულებასა და ფაზების სქემას.

03

ძველი გრაგნილის მოხსნა

დამწვარ სპილენძს ვხსნით ისე, რომ ლითონის გული არ დაზიანდეს.

04

გაწმენდა

ძველი ლაქის, ზეთისა და ჭვარტლის მოცილება, ბასრი კიდეების დამუშავება.

05

გულის იზოლაცია

პოლუსებს ვფარავთ საიზოლაციო ფენით — დაცვა „მასაზე“ მოკლე ჩართვისგან.

06

დახვევა

ახალი თერმომდგრადი სპილენძის მავთული, ქარხნული ხვიები, მჭიდრო და თანაბარი ფენები.

07

შეერთება

რჩილვა, თერმომილი, საჭიროებისას ახალი სადენები, კონექტორი და ჩობალი.

08

ლაქით გაჟღენთვა

ელექტროსაიზოლაციო ლაქი ავსებს ყველა ღრეჩოს ხვიებს შორის.

09

გამოწვა ღუმელში

ლაქის სრული პოლიმერიზაცია — გრაგნილი ხდება მონოლითური და ზეთგამძლე.

10

ტესტირება

ფაზები, იზოლაცია, ცვლადი ძაბვა და დატენვა ტექნიკაზე სხვადასხვა ბრუნზე.

მთავარი განსხვავება

რატომ ლაქი და ღუმელი

მოტოციკლის სტატორი ცხელ ზეთში, ვიბრაციასა და ტენში მუშაობს. მხოლოდ ღუმელში გამოწვის შემდეგ ხდება ლაქი საკმარისად მყარი, რომ გრაგნილი წლობით გაძლოს.

ჰაერზე გაშრობალაქი რბილდება ზეთში, ხვიები ირყევა, იზოლაცია სწრაფად იშლება.
ღუმელში გამოწვამყარი მონოლითი, ზეთისა და სითბოს მიმართ მდგრადი, უკეთესი სითბოს გაცემა.
ვიბრაციამედეგობახვიები ერთმანეთს ეწებება და აღარ იხეხება.
ზეთისა და ტენის დაცვალაქის ფენა ახშობს ღრეჩოებს, სადაც ადრე ზეთი და წყალი აღწევდა.
სითბოს გაცემალაქი ცვლის ჰაერის სიცარიელეებს და სითბოს უკეთ ატარებს.
დამატებითი იზოლაციამეორე დამცავი ფენა მავთულის ემალის თავზე.
სიმპტომები

როდის უნდა შემოწმდეს სტატორი

აკუმულატორი არ იტენება — ან რამდენიმე დღეში ჯდება, თუნდაც ახალი იყოს.

ფარები მკრთალია ან ბრუნებთან ერთად „ციმციმებს“.

ტექნიკა გზაში ჩერდება, განსაკუთრებით ფარებისა და ვენტილატორის ჩართვისას.

ძაბვა 13 V-ზე დაბალია ძრავის მუშაობისას (ნორმა ~13,5–14,5 V).

დამწვრის სუნი ზეთში ან მუქი/შავი გრაგნილი სახურავის მოხსნისას.

დამწვარი კონექტორი სტატორსა და რეგულატორს შორის.

სტატორის აღდგენისას ვითვალისწინებთ მისი გადახურებისა და დაზიანების შესაძლო მიზეზებს. დამტენი სისტემის ან ელექტროაღჭურვილობის სხვა კომპონენტის გაუმართაობამ შესაძლოა გამოიწვიოს ახალი ან ხარისხიანად გადახვეული სტატორის განმეორებითი დაზიანება. ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაზიანებული სტატორის აღდგენა, არამედ იმ შესაძლო მიზეზების გათვალისწინებაც, რომლებმაც მისი დაზიანება გამოიწვია.

შედარება

გადახვევა თუ ახალი სტატორი?

გადახვევა ჩვენთან

  • ხშირად მნიშვნელოვნად ნაკლები ჯდება ახალი ორიგინალის შეძენასთან შედარებით, თუმცა ზუსტი ფასი დამოკიდებულია კონკრეტულ სტატორზე.
  • ქარხნული გული და სამაგრები — 100%-იანი თავსებადობა
  • ქარხნული რაოდენობის ხვიები და შესაბამისი მავთულის კვეთა
  • შესაძლებელია იშვიათ და ძველ მოდელებზეც
  • ლაქით გაჟღენთვა + ღუმელში პოლიმერიზაცია + ორმაგი ტესტირება

ახალი / იაფი ანალოგი

  • ორიგინალი ხშირად ძვირია და შეკვეთას კვირები სჭირდება
  • ბიუჯეტურ ანალოგებში ხარისხი და მასალები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს: მავთულის კვეთა, იზოლაცია, ლაქი და თერმული გამძლეობა ყოველთვის არ შეესაბამება ორიგინალის მოთხოვნებს.
  • შესაძლოა განსხვავდებოდეს კონექტორი, სადენები ან სამაგრი და საჭირო გახდეს დამატებითი მორგება.
  • იშვიათ და ძველ მოდელებზე შესაბამისი ხარისხის ახალი დეტალის მოძებნა ხშირად რთულია.
მწარმოებლები

ვმუშაობთ ყველა ბრენდთან

HONDAYAMAHASUZUKIKAWASAKIKTMBMW MOTORRADHARLEY-DAVIDSONDUCATITRIUMPHPOLARISCAN-AMCFMOTOARCTIC CATLINHAISEGWAY

თქვენი მოდელი სიაში არ არის? დაგვირეკეთ — სტატორების უმეტესობის გადახვევა შესაძლებელია.

FAQ

ხშირად დასმული კითხვები

რამდენად საიმედოა გადახვეული სტატორი?

სწორად შესრულებული გადახვევა — ქარხნული პარამეტრების დაცვით, ხარისხიანი თერმომდგრადი მავთულით, სათანადო იზოლაციით, ლაქით გაჟღენთვითა და ღუმელში პოლიმერიზაციით — საშუალებას იძლევა აღდგეს ორიგინალი სტატორის სამუშაო მახასიათებლები. საბოლოო შედეგი აუცილებლად ფასდება ტესტირებით.

მთელი მოტოციკლი უნდა მოვიყვანო თუ მხოლოდ სტატორი?

ორივე შესაძლებელია. ტექნიკით მოსვლისას ვატარებთ სრულ დიაგნოსტიკას რეგულატორისა და გაყვანილობის ჩათვლით. სტატორს ცალკეც ვიღებთ, თუმცა რეგულატორის შემოწმებას მაინც გირჩევთ.

ნებისმიერი სტატორის გადახვევაა შესაძლებელი?

უმეტესობის — დიახ. გამონაკლისია ფიზიკურად დაზიანებული ლითონის გული. ამას დიაგნოსტიკისას ვადგენთ და წინასწარ გეტყვით.

შეიძლება თუ არა სიმძლავრის გაზრდა?

ზოგიერთ მოდელზე, გარკვეულ ფარგლებში — დიახ, მაგრამ ეს გავლენას ახდენს რეგულატორსა და ტემპერატურაზე, ამიტომ მხოლოდ კონსულტაციის შემდეგ. სტანდარტულად ვაღდგენთ ქარხნულ პარამეტრებს.

რა ღირს სტატორის გადახვევა?

ფასი დამოკიდებულია სტატორის ზომაზე, პოლუსების რაოდენობასა და მავთულზე. ზუსტ ფასს დიაგნოსტიკის შემდეგ გეტყვით — როგორც წესი, ის ახალ ორიგინალზე ბევრად დაბალია.

მოტოციკლი ან კვადრო არ იტენება?

მოიტანეთ ტექნიკა ან სტატორი — დიდი ხეივანი 56, თბილისი. ყოველდღე 09:00–20:00.

სწრაფი მიწოდებათბილისი — 2 სთ, რეგიონი — 1 დღე
12 თვის გარანტიაყველა პროდუქტზე ქარხნული გარანტია
50 000+ნაწილები ევრ., იაპ., კორ. ა/მ
კონსულტაციასპეციალისტები 09:00 – 20:00
მენიუ
ენის არჩევა
🇬🇪
ქართული
Georgian
🇷🇺
Русский
Russian
🇺🇸
English
English
WhatsApp
კალათა ცარიელია