ერთადერთი მექანიკური რგოლი ძრავასა და გენერატორს შორის — რემენის ბრუნვას გადასცემს როტორის ლილვს და ამორტიზაციას უწევს ბრუნვის პიკებს.
შკივი გენერატორის ერთადერთი მექანიკური კვანძია, რომელიც უშუალოდ ძრავის რემენს ეკონტაქტება. მისი ამოცანა მხოლოდ ბრუნვის გადაცემა არაა: თანამედროვე შკივი თავისუფალი სვლის მექანიზმითაა აღჭურვილი და გენერატორის ინერციას რემენის სისტემისგან თიშავს. სწორედ ამიტომ გაცვეთილი შკივი ხმაურის, რემენის ცვეთისა და ვიბრაციის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია.
შენიშვნა: შკივის მოხსნა სპეციალურ ხელსაწყოს მოითხოვს — შიდა ვარსკვლავს ან მრავალწვერა ბიტს, ლილვის დამჭერთან ერთად. „ჯიუტად“ მოხსნის მცდელობა ლილვის ხრახნს ან როტორს აზიანებს.